"როსარიო სენტრალის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 23 წლის ვალტერ ივან მონტოია კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. როგორც ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, არგენტინელი გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება.
მონტოია არგენტინული კლუბის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ნახევარმცველმა 67 მატჩი ჩაატარა და 7 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.