ტიტულოვანი გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გველესიანი “დინამოდან” 2016 წლის ზაფხულში წავიდა. თავდაპირველი ინფორმაციით მას კარიერა უკრაინაში, ლუცკის "ვოლინში" უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ უგუნდოდ დარჩა და შესაბამისად, “დინამოდან” წასვლის შემდგომ უთამაშებელია.
გიორგი გველესიანს აქამდე “დინამოს” მაისური 65-ჯერ აქვს მორგებული საქართველოს ჩემპიონატში.