ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მკაცრად დაისაჯა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით ფრანგი პრემიერლიგის მომდევნო ოთხ მატჩს სათადარიგო სკამიდან თვალს ვერ მიადევნებს.
აღნიშნული დისკვალიფიკაციის მიზეზი “ბარნლისთან” მატჩის დროს, მეოთხე მსაჯის მიმართ გამოხატული აგრესია გახდა. “მეთოფეები” მთავარი მწვრთნელის გარეშე “საუთჰემპტონს”, “უოტფორდს”, “ჩელსისა” და “ჰალ სიტის” დაუპირისპირდებიან.
გარდა დისკვალიფიკაციისა, ფრანგს ჯარიმის სახით 25 ათასი გირვანქის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ ვენგერმა მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა ამან დისკვალიფიკაცია თავიდან ვერ ააცილა.