ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 76-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ამჯერად მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი მიხეილ მჭედლიშვილისა და ლუკა პაიჭაძის შეხვედრა იწვევდა. მათ შორის გამარჯვებულსოქროსმედლის მოპოვებისდიდი შანსი ჰქონდა. ორივე მათგანმა ზედმეტ გართულებებს თავი მოარიდა და რისკზე წასვლას 0,5 ქულა ამჯობინა.
ამ ტურში მხოლოდ თორნიკე სანიკიძემ შეძლო გამარჯვების მოპოვება, რომელიც თეთრებით გიგა ყუფარაძეს ეთამაშებოდა. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. დავით არუთინიანი ისვენებდა.
VIტურისშეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
სანიკიძე -ყუფარაძე 1:0
ჯოჯუა -ბერაძე 0,5:0,5
პაიჭაძე -მჭედლიშვილი0,5:0,5
ფანცულაია-გაგუნაშვილი0,5:0,5
VII ტურისშეხვედრათა განრიგი:
გაგუნაშვილი - სანიკიძე
მჭედლიშვილი - ფანცულაია
ბერაძე - არუთინიანი
ყუფარაძე - ჯოჯუა
ისვენებსპაიჭაძე
სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ;
1.პაიჭაძე - 4 ქულა;
2.მჭედლიშვილი - 3,5 ქულა;
3-4.სანიკიძე, ჯოჯუა - 3-3 ქულა;
5. ბერაძე - 2,5 ქულა;
6-9.არუთინიანი,გაგუნაშვილი, ყუფარაძე, ფანცულაია - 2,0-2,0ქულა
თითო შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული მჭედლიშვილს, სანიკიძეს, ყუფარაძეს, ბერაძეს, ჯოჯუასა და არუთინიანს.