იტალიურმა “მილანმა” მბიაიე ნიანგის შემცვლელს მიაგნო. როგორც იტალიური გამოცემები წერენ, უკვე გადაწყვეტილია, რომ “ჯენოას” არგენტინელი თავდამსხმელი ლუკას ოკამპოსი “სან სიროზე” გადაბარგდება.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, აქამდე ტრანსფერის განსახორციელებლად საჭირო მარსელის “ოლიმპიკის” თანხმობაც იყო – ოკამპოსი სწორედ ფრანგული გუნდის საკუთრებაშია.
ბოლო ინფორმაციით, “მარსელი” თანახმაა 22 წლის ოკამპოსმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით “მილანში” ითამაშოს. ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას უახლოეს ხანებში ელოდებიან.
ოკამპოსმა კარიერა “რივერ პლეიტში” დაიწყო, შემდგომ კი “მონაკოსა” და “მარსელში” იასპარეზა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იგი “ჯენოაში” იქნა განათხოვრებული, რომლის რიგებშიც სერია ა-ში 14 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს თასი
ჩიხურა მერცხალი 1-0; საბურთალო ვიტ ჯორჯია 0-2
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335'))
"უკმაყოფილო ვარ შედეგით, თამაშით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ფრეს ვიმსახურებდით, არ მინდა საერთოდ მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ხინთიბიძის მოცელვისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა-პენალტს ვიმსახურებდით"-გვითხრა ნამატჩევს "მერცხალის" პრეზიდენტმა, მამუკა გოგუაძემ
საღოლ კობახ,მეორე რასაკაიფო შეუგდია