ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ოლ სტარზე მოთამაშე სათადარიგო კალათბურთელების სია გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ყველაზე მეტი - ოთხი წარმომადგენელი “გოლდენ სტეიტს” ეყოლება. “გოლდენ სტეიტი” ნბა-ს ისტორიაში გახდა მეექვსე გუნდი, რომლის ოთხი კალათბურთელიც ოლ სტარის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
სტივ კერს ზაზა ფაჩულიაც რომ აერჩია, “გოლდენ სტეიტი” იქნებოდა ერთადერთი გუნდი, ვისაც ყველა ვარსკვლავის მატჩზე ხუთი კალათბურთელი ეყოლებოდა.
აქამდე ოთხი კალათბურთელი “ოლ სტარზე” შემდეგ გუნდებს ჰყოლიათ: “ბოსტონს” (1962, 1975, 2011), “ლეიკერსს” (1962, 1998), “ფილადელფიას” (1983), “დეტროიტსა” (2006) და “ატლანტას” (2015).