ჩოგბურთი

14:22 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შაფარჟოვასა და მატეკ-სანდსის ავსტრალიური ტრიუმფი

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა წყვილების ფინალში ლუციე შაფარჟოვასა და ბეთანი მატეკ-სანდსის წყვილმა ანდრეა ჰლავაჩკოვასა და შუაი პენის დუეტი 6:7, 6:3, 6:3 დაამარცხა და წლის პირველი სადიდსლემო ტიტული მოიპოვა. შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ჩეხურ-ამერიკლმა წყვილმა ტაი-ბრეიკზე 4:7 წააგო, თუმცა მომდევნო ორ სეტში იოლად იმარჯვა.

შაფარჟოვასა და მატეკ-სანდსის დუეტმა ავსტრალიია ღია პირველობა მეორე მოიგო, პირველად ამის გაკეთება მათ 2015 წელს მოახერხეს. ორივე ჩოგბურთელისთვის წყვილთა თანრიგში ეს მეოთხე სადიდსლემო ტიტული გახლავთ.

0.104773