კალათბურთი

13:30 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ენტონის გაცვლას უპირებენ

“ნიუ იორკ ნიქსის” ლიდერ კარმელო ენტონის კლუბის ხელმძღვანელობა გაცვლას უპირებს. ESPN-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ფილ ჯექსონი კარმელოს გაცვლას “კლივლენდში”, “ბოსტონში” ან “კლიპერსში” გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ მელო “კლიპერსში” გადავა, ლოსანჯელესურ კლუბს დეანდრე ჯორდანი, ბლეიკ გრიფინი და კრის პოლი არ დატოვებენ.

მელო 2003-2011 წლებში “დენვერის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2011-დან “ნიუ იორკში” თამაშობს. მიმდინარე სეზონში კარმელო საშუალოდ 22.7 ქულას და 6 მოხსნას აგროვებს.

0.122993