თურქეთში შეკრებაზე მყოფი თბილისის “დინამო” მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარი მწვრთნელის ვიაჩესლავ გროზნის განკარგულებაში დაბრუნდენ ოთარ კიტეიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული, რომლებიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბაიში მოწყობილ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.
დინამოელები თურქეთში 16 იანვრიდან ვარჯიშობენ და გუნდმა ერთი სპარინგი უკვე ჩაატარა - სლოვაკურ “ჟილინასთან” 1:1 ითამაშა. მომდევნო მატჩს “დინამო” 28 იანვარს უკრაინულ “დნიპროსთან” გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.