კალათბურთი

12:35 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის 45 ქულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომამ” შინ “დალასი” 109:98 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 34:18 მოიგეს. ყველაზე მეტი, 45 ქულა რასელ უესტბრუკის ანგარიშზეა. რასმა 8-დან 4 სამქულიანი, 21-დან 12 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ტეხასელთა შორის 31 ქულით ჰარისონ ბარნსი გამოირჩა.

უხვქულიანი შეხვედრა გამოვიდა დენვერში, სადაც “ნაგეთსმა” “ფინიქსს” 127:120 აჯობა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. “დენვერმა” ბოლო წუთებზე 8-ქულიანი გაქცევა განახორციელა, რისი აღმოფხვრა “ფინიქსმა” ვეღარ მოახერხა. “დენვერში” ნიკოლა იოკიჩი 29 ქულით და 14 მოხსნით გამოირჩა. “ფინიქსში” საუკეთესო 28 ქულით ერიკ ბლედსოუ იყო.

“მინესოტა” – “ინდიანა” 103:109 (20:25, 26:27, 24:24, 33:33)

https://www.youtube.com/watch?v=THYm1llfBwg

“ოკლაჰომა” – “დალასი” 109:98 (23:26, 30:29, 34:18, 22:25)

https://www.youtube.com/watch?v=7f5rNmvTV3E

“დენვერი” – “ფინიქსი” 127:120 (35:29, 22:32, 39:31, 31:28)

https://www.youtube.com/watch?v=JiuMx5PgUmA

“იუტა” – “ლეიკერსი” 96:88 (23:16, 21:25, 26:19, 26:28)

0.103025