“ჰამბურგის” ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი “ლას პალმასში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
20 წლის ფეხბურთელი კანარულ კლუბში 2018 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს, რაშიც “ჰამბურგი” 1 მილიონ ევროს მიიღებს. საიჯაროს ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, ესპანელებს ალენის გამოსყიდვა შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ჰალილოვიჩი “ჰამბურგს” გასულ ზაფხულში შეუერთდა. ხორვატმა მოთამაშემ გერმანული კლუბის მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.