ფეხბურთი

21:25 | 26.01.2017 | ნანახია 0 - ჯერ

პერესი: “მორატას შეუძლია “რეალიდან” ხვალვე წავიდეს”

მადრიდის “რეალი” მზადაა ალვარო მორატა სასურველი შეთავაზების შემთხვევაში გაასხვისოს. ამის შესახებ “სამეფო გუნდის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავად განაცხადა.

“თუ 60 მილიონს გადაგვიხდიან, ალვარო მორატას შეუძლია ხვალვე წავიდეს”, - უთხრა პერესმა Diario Gol-ს.

ალვარო მორატა “რეალმა” გასულ ზაფხულს დაიბრუნა “იუვენტუსიდან”, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა ხშირად არ აქვს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

როგორც ირკვევა, ამჟამად მორატას მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ჩელსი” და “ნაპოლი” იჩენენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:59 | 29.06.2018
WeAreUnited (6)

გვაწყობდა და რამე მეორე ადგილი

08:59 | 29.06.2018
ogafa (10220)

ყოჩაღ

0.06275