ინგლისური “საუთჰემპტონის” კაპიტან ვირჯილ ვან დეიკმა შესაძლოა დიდი ხანი ვეღარ ითამაშობს. გუშინ, "წმინდანების" თავკაცმა კლოდ პუელმა “ლივერპულთან” მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოთამაშის დაზიანება სერიოზული არაა.
თუმცა, Sky Sports-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელს სამი თვე მოუწევს უქმად ყოფნა. 25 წლის ფეხბურთელს ზუსტი დიაგნოზი უახლოეს დღეებში დაუდგინდება, როდესაც გამოკვლევა ჩაუტარდება.
ვირჯილ ვან დეიკმა ტრავმა პრემიერლიგის ბოლო ტურში “ლესტერთან” მატჩში მიიღო. ამ სეზონში მას 25 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.