დორტმუნდის “ბორუსიას” სერბი ფეხბურთელი ნევენ სუბოტიჩი კარიერას “კიოლნში” გააგრძელებს. კიოლნელთა ვებგვერდის ინფორმაციით, 28 წლის მცველი ახალ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს.
ნევენ სუბოტიჩი “დორტმუნდში” 2008 წელს “მაინციდან” 4.5 მილიონ ევროდ გადავიდა. იურგენ კლოპის დროს იგი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ ტომას ტუხელი მას არ ენდობოდა.
მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ გავიდა მოედანზე და ორჯერვე “დორტმუნდის” მეორე გუნდში ითამაშა.