საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის’’ მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი ვიტალი ჩერნი დაინიშნა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ დირექტორმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
ჩერნის უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ ,,ბუდიველნიკის’’ მთავარ მწვრთნელად უმუშავია. ახალმა მწვრთნელმა ,,სოხუმში’’ პირველი ვარჯიში დღეს ჩაატარა.
ვიტალი ჩერნამდე ,,სოხუმს’’ ნუგზარ ჭეიშვილი ავარჯიშებდა.