თურქულ შეკრებაზე მყოფი "დინამო" თბილისი უახლოეს სპარინგ შეხვედრას 28 იანვარს ლარაში ჩაატარებს. თავდაპირველად, ქართულ გუნდს სპარინგი რუსულ "ტომთან" ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა როგორც "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მეტოქე შეიცვალა და დინამოელები მეორე ტესტ მატჩში უკრაინულ "დნიპროს" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
ასევე შეიცვალა მეტოქეები დარჩენილ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრაში. 1 თებერვლისთვის "რაბოტნიჩკი" ასევე მაკედონიურმა "სილქსმა" ჩაანაცვლა, ხოლო 4 თებერვალს, "ორენბურგის" ნაცვლად, "დინამო" ოდესის "ჩერნომორეცს" შეხვდება.
თბილისელები შეკრებაზე 16 იანვარს გაემგზავრნენ და თურქეთში 5 თებერვლამდე მოემზადებიან. ვიაჩესლავ გროზნის შეგრიდებმა პირველი სპარინგი 25 იანვარს სლოვაკურ "ჟილინასთან" ფრედ 1:1 ითამაშეს.