თამაშგარე

18:53 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო ცოლს შეურიგდა

ეს ბოლო წლებია ბრაზილიელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რომარიომ, ფეხბურთი საერთოდ მიივიწყა და მთელი თავისი დრო, ენერგია და ავტორიტეტი პოლიტიკას მიუძღვნა. სწორედ ამის გამოც მოხდა ისე, რომ 4 წლის განმავლობაში რომარიო ბრაზილიის პარლამენტში სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

გაპოლიტიკოსების პარალელურად, რომარიოს ძალიან დაეძაბა ურთერთობა თავის მეუღლესთან, იზაბელასთან, რომელმაც ბავშვებს დასტაცა ხელი და რომარიოსთან თანაცხოვრებაზე მტკიცე უარი განაცხადა. ეს სკანდალი კარგა ხანს ბრაზილიის სპორტული და პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო.

მაგრამ აი ახლა, გამოხდა ხანი და იზაბელამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმართან შერიგების გადაწყვეტილება მიიღო და ამას, პირველ ყოვლისა, შვილების გამო აკეთებს. რომარიოს პოლიტიკური პარტიის რეიტინგი ბოლო დროს თურმე ძალიან დავარდა და მეტი პოზიტივი არც ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს აწყენდა. ოჯახში რომარიოს მიბრუნების ამბავი კი ცხადია პოზიტივთა შორის უპოზიტიურესად ითვლება.

0.143275