კალათბურთი

13:38 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკმა ბერდს გადაასწრო, “კავალერიამ” საკრამენტოსთან” წააგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.

“ნიუ ორლეანმა” “ოკლაჰომასთან” 105:114 წააგო. რასელ უესტბრუკმა 27 ქულა, 10 პასი, 12 მოხსნა დააგროვა და კარიერაში მე-60 სამმაგი დუბლი მიითვალა, რითაც ლეგენდარულ ლარი ბერდს გადაასწრო, რომელსაც 59 სამმაგი დუბლი აქვს. აღნიშნული მაჩვენებლით რასელი მეხუთე ადგილზე გადავიდა. მისი მორიგი სამიზნე უილტ ჩემბერლენის 78 სამმაგი დუბლია. ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი ოსკარ რობერტსონის ანგარიშზეა.

“კლივლენდი” შინ “საკრამენტოს დაუპირისპირდა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე დემარკუს კაზინსმა ორქულიანი ჩააგდო და 104:104 გახადა. დამატებითი 5-წუთეულში საკრამენტოელები უკეთ გამოიყურებოდნენ. ბოლო წამებზე ლებრონ ჯეიმსმა მნიშნელვონაი სამქულიანი ვერ ჩააგდო და საბოლოოდ კლივლენდში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, “საკრამენტომ 116:112 იმარჯვა. “საკრამენტოში” საუკეთესო დემარკუს კაზინსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი შესძინა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი.

“მემფისმა” საკუთარ დარბაზში “ტორონტოს” 101:99 მოუგო. ბოლო წამზე კანადელებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ, თუმცა ლოურის მიერ ნასროლი სამქულიანი კალათში არ ჩავარდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკ გასოლი გახდა, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა. “ტორონტოში” 29 ქულით კაი ლოური გამოირჩა. კანადელებს გუნდის ლიდერი დემარ დეროზანი აკლდათ, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.

“კლივლენდი” – “საკრამენტო” 112:116 (26:22, 21:31, 35:26, 22:25. ო.ტ. 8:12)

https://www.youtube.com/watch?v=TI4oParPl7U

“ბოსტონი” – “ჰიუსტონი” 120:109 (24:27, 28:31, 36:28, 32:23)

https://www.youtube.com/watch?v=K_0HWV-Ymdk

“ბრუკლინი” – “ჰიუსტონი” 106:109 (30:34, 36:21, 23:16, 17:38)

https://www.youtube.com/watch?v=5m78P59LA18

“შარლოტი” – “გოლდენ სტეიტი” 103:113 (28:29, 19:24, 33:22, 23:38)

https://www.youtube.com/watch?v=DNWXXcv9HBQ

“ჩიკაგო” – “ატლანტა” 114:119 (29:22, 30:29, 24:27, 31:41)

https://www.youtube.com/watch?v=OVDRMiX66CM

“მემფისი” – “ტორონტო” 101:99 (32:34, 24:23, 31:20, 14:22)

https://www.youtube.com/watch?v=_9RCgzPXOwY

“მილოუკი” – “ფილადელფია” 109:114 (39:33, 19:39, 24:16, 27:26)

https://www.youtube.com/watch?v=37melbW8FBw

“ნიუ ორლეანი” – “ოკლაჰომა” 105:114 (20:33, 25:31, 37:28, 23:22)

https://www.youtube.com/watch?v=x30arkcst18

“დალასი” – “ნიუ იორკი” 103:95 (30:25, 22:26, 26:22, 25:22)

https://www.youtube.com/watch?v=uFexAg2chsE

“პორტლენდი” – “ლეიკერსი” 105:98 (30:31, 29:27, 24:17, 22:23)

https://www.youtube.com/watch?v=sJiBPLiwXv4

0.116475