თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები. საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდარტის, ირაკლი მეზმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.
გასული წლის 23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.
განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადეს.
rustavi2.com