ფეხბურთი

21:15 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” გერმანულ გუნდს მოუგო (+VIDEO)

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის “ჩიხურამ” გერმანიის რეგიონალლიგის ბინადარი “ჰომბურგი” დაამარცხა. ანტალიაში შეკრებაზე მყოფ სოსო ფრუიძის გუნდს ალემანებთან გიორგი გაბედავამ მოაგებინა, რომელმაც 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დინო ჰამზიჩმა პენალტის მოგერიება შეძლო.

აღნიშნულ შეხვედრაში ფრუიძემ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

პირველი ტაიმი: ჰამზიჩი, კაშია, მირცხულავა, კაკუბავა, ჭელიძე, დობროლოვსკი, გორგიაშვილი, მუმლაძე, დეკანოიძე, ტატანაშვილი, გელაშვილი

მეორე ტაიმი: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, გორგიაშვილი, ივანიშვილი, სარდალიშვილი, გელაშვილი, გაბედავა.

თეგებიჩიხურა
0.126823