ფეხბურთი

0:09 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილამ” ისლანდიის ნაკრების ლიდერი დაიმატა

ისლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბირკირ ბიარნასონი, რომელიც ბოლო დროს შვეიცარიული “ბაზელის” რიგებში გამოდიოდა, კარიერას ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 28 წლის ისლანდიელმა გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ბიარნასონი ისლანდიის ნაკრებში გამორჩეული ფიგურაა და ეროვნული გუნდის მაისური 57-ჯერ აქვს მორგებული (8 გოლი). ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე კი, ისლანდიელთა წარმატებულ გამოსვლაში მისი დიდი წვლილიც იყო.

მიმდინარე სეზონში ბიარნასონმა “ბაზელში” 19 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. იქამდე კი, “ვიკინგის”, “პესკარას”, “სამპდორიასა” და “ტორინოს” რიგებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110403