მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანულ მედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ცოტა ხნის წინ, “ბაიერნთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. პოლონელი ფორვარდის განცხადებით, “ბაიერნიდან” წასვლა სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.
“ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია – “ბარსელონასა” და “რეალის” დონეზე დგას. კლუბის შეცვლა ჩემთვის არ იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან აქ შემიძლია მოვიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლება. მიუნხენში ბედნიერი ვარ”, - უთხრა “ბილდს” ლევანდოვსკიმ.
რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნში” 2014 წელს “დორტმუნდიდან” გადავიდა. მას შემდგომ კი, “რეკორდმაისტერის” რიგებში ჩატარებულ 125 თამაშში 89 გოლი გაიტანა.