ჭადრაკი

21:58 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძე  ერთპიროვნული  ლიდერია

საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 76- ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. რადგან კონსტანტინე შანავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩემპიონატს გამოეთიშა, დავით ჯოჯუას, რომელიც დღესმისი მეტოქე უნდა ყოფილიყო, იძულებითი დასვენება მოუწია.

ასპარეზობის ერთ-ერთმა ლიდერმა , ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ მჭედლიშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა დავით არუთინიანთან. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

მართალია, სამნახევარი ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში ლუკა პაიჭაძე იმყოფება, მაგრამ მეორე ადგილზე მყოფ მიხეილ მჭედლიშვილს, რომელიც მას ნახევარი ქულით ჩამორჩება, კონსტანტინე შანავასთან მოპოვებული ქულა ჩამოკლებული აქვს.

V ტურისტექნიკური შედეგები:

ლევანფანცულაია - თორნიკესანიკიძე 0,5:0,5

მერაბგაგუნაშვილი - ლუკაპაიჭაძე 0,5:0,5

მიხეილმჭედლიშვილი - დავიდარუთინიანი 1:0

ირაკლიბერაძე - გიგაყუფარაძე 0,5:0,5

დავით ჯოჯუა ისვენებდა.

სატურნირომდგომაროება 5 ტურის შემდეგ:

1.პაიჭაძე- 3,5

2.მჭედლიშვილი-3,0

3.ჯოჯუა-2,5

4-7.არუთინიანი, ბერაძე, ყუფარაძე,სანიკიძე-2,0-2,0

8-9. გაგუნაშვილი, ფანცულაია-1,5

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც შანავა ჩემპიონატს გამოეთიშა, ასპარეზობის მონაწილე სპორტსმენებს მასთან აღებული ქულები ჩამოაკლდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენებს სხვადასხვა რაოდენობის შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი:

სანიკიძე-ყუფარაძე

ჯოჯუა-ბერაძე

პაიჭაძე-მჭედლიშვილი

ფანცულაია-გაგუნაშვილი

არუთინიანი ისვენებს.

0.119215