ჭადრაკი

21:46 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შანავა  ჩემპიონატს  გამოეთიშა

საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა ავადმყოფობის გამო საქართველოს 76-ე ეროვნულ ჩემპიონატს 4 ტურის შემდეგ გამოეთიშა. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.

,,შანავას მიერ აქამდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა, რომლებიც მისი მეტოქეების გამარჯვებით დასრულდა, განულდება. რაც შეეხება კოეფიციენტის მატებას, მისი მოწინააღმდეგეებისათვის ეს შედეგი ძალაში დარჩება,“ - გვითხრა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ შანავას მეტოქეები განვლილ ტურებში იყვნენ მიხეილ მჭედლიშვილი, თორნიკე სანიკიძე, ირაკლი ბერაძე და გიგა ყუფარაძე.

0.115441