ფეხბურთი

20:54 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” სლოვაკურ “ჟილინას” დაუზავდა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “დინამო” თბილისმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მეტოქე სლოვაკეთის გამორჩეული გუნდი “ჟილინა” გახლდათ.

სპარინგი ფრედ დასრულდა – 1:1. 67-ე წუთზე ვიაჩესლავ გროზნის შეგირდები ბექა მიქელთაძის თერთმეტრიანით დაწინაურდნენ, თუმცა სლოვაკებმა მალევე გაათანაბრეს – სამ წუთში ნერმან ჰასკიჩმა აიღო თბილისელთა კარი.

“დინამო” თურქულ შეკრებაზე მომდევნო მატჩს 28 იანვარს, რუსული “ტომის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.151887