ფეხბურთი

19:21 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი “კრასნოდარის” ესპანურ შეკრებაზე (+VIDEO)

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარმა” ამხანაგური მატჩი ჩაატარა ტაშკენტის “ფახტაკორთან” და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველმა შემტევმა, რომელმაც მოსამზადებელ პერიოდში პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში.

თორნიკე ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად ხუთ წუთში ანგარიში გახსნა – ვლადიმირ ბისტორვის ჩაწოდების მერე ოქრიაშვილმა თავური დარტყმით გაუტანა ტაშკენტელებს.

“კრასნოდარის” მხრიდან მეორე გოლი 55-ე წუთზე ჟიგულევმა გაიტანა, საგოლე პასი კი, ქართული წარმომავლობის მქონე 19 წლის მცველმა ლეო გოგლიჩიძემ მიითვალა.

0.112855