მკერდთა შორის უმკერდესის მფლობელმა, იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და სამხრეთული “ნაპოლის” თავგადაკლულმა ქომაგმა, მოდელმა მარიკა ფრუშომ როგორც იქნა აღიარა, რომ გემრიელად სმა და ჭამა მისი ერთერთი მთავარი ჰობია და სწორედ ამიტომაც უჭირს საკუთარი წონის კონტროლი.
მარიკა თურმე ძალიანაა დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყნების კულინარიით, მუდამ ცდილობს, ახალ-ახალი კერძები დააგემოვნოს და სხვადასხვანაირ გემოებს მოსცეს გზა-გასაქანი. ფრუშოს თურმე საკუთარი მზარეულიც ჰყავს, რომელიც ათასგვარი გემრიელობებით ანებივრებს მკერდდალოცვილ ქალბატონს.
მარიკა ფრუშოს კულინარიული ტრფიალობის ამბავი რომ გაიგეს, გლდანელმა მეშაურმეებმა თურმე სპეციალური მოსაწვევი გაუგზავნეს იტალიელ მოდელს. მეშაურმეები მარიკას საქართველოში ჩამოსვლას და საოცარი სუპერშაურმის დაგემოვნებას სთავაზობენ! შაურმა თურმე იმხელა იქნება, მარიკას მისი აეროპორტში მოტრიალება გაუჭირდებაო...
ეგ არაფერი - ტრიალში დახელოვნებულ მარიკას გლდანის შაურმით ვერ შეაშინებ, მოახერხებს რამეს...