ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ტრადიციული დიდი საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც ჰოლანდიის პატარა ქალაქი ვეიკ-ან- ზეე მასპინძლობს.
მეცხრე ტურში გამარჯვება მხოლოდ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა მოიპოვა, რომელმაც გამოკვეთილი აუტსაიდერი ლუკ ვან ველი დაამარცხა. სხვა შეხვედრები ყაიმით დასრულდა. მართალია, ზედიზედ რამდენიმე ყაიმი გააკეთა, მაგრამ ერთპიროვნულ ლიდერობას მაინც უესლი სო ინარჩუნებს. აღნიშნულ ტურნირში იგი ერთადერთი მოჭადრაკეა, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა.
მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
უესლი სო - ლევონ არონიანი 0,5-0,5
ვეი ი - ბაშკარან ახდიბანი 0,5-0,5
დმიტრი ანდრეიკინი - პაველ ელიანოვი 0,5-0,5
რადოსლავ ვოიტაშეკი- სერგეი კარიაკინი 0,5-0,5
მაგნუს კარლსენი - ლიუკ ვან ველი 1-0
ანიშ გირი - რიხარდ რაპორტი 0,5-0,5
იან ნეპომნიაში- პენტალა ჰარიკრიშნა 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ:
1.სო 6.0 ქულა
2-4. კარლსენი, ელიანოვი, ვეი ი 5.5-5.5
5-7.ახდიბანი, კარიაკინი, არონიანი 5.0-5.0
8-9. გირი, ჰარიკრიშნა 4.5-4.5
10-11. ვოიტაშეკი, ანდრეიკინი 4.0-4.0
12-13. რაპორტი, ნეპომნიაში 3.5-3.5
14. ვან ველი 1.5
მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი:
არონიანი - რაპორტი
ვან ველი - გირი
ჰარიკრიშნა - კარლსენი
ახდიბანი - ნეპომნიაში
ელიანოვი - ვეი ი
კარიაკინი - ანდრეიკინი
სო - ვოიტაშეკი