ფეხბურთი

22:14 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: დაწყება მშვენიერია - 3:0

ფუტსალი: დაწყება მშვენიერია - 3:0

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 3:0 მოუგო ისრაელს. ეს ევრო-2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის პირველ ტურში. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ და თამაშიც კარგი საყურებელი გამოდგა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა ანგარიში: შოთა თოფურიამ არჩილ სებისკვერაძის პასით. მერე კიდევ იყო ლამაზი შეტევები და სწრაფი კომბინაციით გატანილი გოლი, კონკრეტულად, კახა მაისაიამ შეაგდო იმავე სებისკვერაძის პასით. ხოლო ბოლოს მეკარე ზვიად კუპატაძემ კარიდან კარში გაიტანა - ისრაელის მეკარე შეტევაზე იყო წამოსული, კუპატაძემ კარში დარტყმული ბურთი ხელებში შეიმაგრა და ბევრი არ უფიქრია, ცარიელ კარში ზუსტად გაისროლა.

დღესვე, საქართველო-ისრაელის მატჩამდე, ჯგუფის პირველ ტურში შვეიცარიამ შოტლანდიას 6:2 მოუგო.

საქართველო-ისრაელი 3:0 (1:0)

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, სებისკვერაძე; ლუკავა, ჯამბურია, ნიშნიანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი

გოლები: თოფურია, მაისაია, კუპატაძე

დარჩენილი მატჩები

25 იანვარი

17:30 ისრაელი-შვეიცარია

20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი

17:30 შოტლანდია-ისრაელი

20:00 შვეიცარია-საქართველო

0.120895