ჭადრაკი

22:42 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატს ორეული ლიდერობს

მეოთხე ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დავით ჯოჯუასა და მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის მიხეილ მჭედლიშვილის შეხვედრა. პარტია ყაიმით დასრულდა. მეორე ადგილზე მყოფმა ლუკა პაიჭაძემ თეთრებით დაამარცხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ფანცულაია და მჭედლიშვილთან ერთად ცხრილის სათავეში იმყოფება.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ, რომელიც ამჯერად გიგა ყუფარაძესთან დამარცხდა. მეხუთე ტურში მჭედლიშვილი არუთინიანს, ხოლო პაიჭაძე გაგუნაშვილს ეთამაშება.

IV ტურის შედეგები:

თორნიკე სანიკიძე 1/2:1/2 ირაკლი ბერაძე

გიგა ყუფარაძე 1 : 0 კონსტანტინე შანავა

დავით ჯოჯუა 1/2:1/2 მიხეილ მჭედლიშვილი

დავიდ არუთინიანი 1/2:1/2 მერაბ გაგუნაშვილი

ლუკა პაიჭაძე 1 : 0 ლევან ფანცულაია

V ტურისშეხვედრები:

ლევან ფანცულაია - თორნიკე სანიკიძე

მერაბ გაგუნაშვილი - ლუკა პაიჭაძე

მიხეილ მჭედლიშვილი - დავიდ არუთინიანი

კონსტანტინე შანავა - დავით ჯოჯუა

ირაკლი ბერაძე - გიგა ყუფარაძე

სატურნირო მდგომაროება 4 ტურის შემდეგ:

1-2.პაიჭაძე,მჭედლიშვილი - 3-3 ქულა;

3-6.სანიკიძე ,ჯოჯუა, ყუფარაძე,ბერაძე 2,5- 2,5

7.არუთინიანი - 2

8-9.ფანცულაია,გაგუნაშვილი - 1-1

10.შანავა - 0

0.130842