ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” ზედიზედ შვიდი მოგებული მატჩის შემდეგ მაიამიში “ჰიტთან” 102:105 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 27 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 6 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან ორი 2-საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა, როცა 102:102-ზე უეიტერსმა შორეული სამქულიანი გაუშვა და კალათში ზუსტად მოათავსა.
მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა უეიტერსის ანგარიშზეა, “გოლდენ სტეიტში” 27 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 38 მოგებით და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას “მეომრები” გასვლაზე “შარლოტ ჰორნეტსთან” გამართავენ, მატჩი 26 იანვარს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი ქეცბა ! კიდევ დაგიძახებენ ეს ბოღმიანები.
ძალიან ახლოს არის აპოელი ჩემპიონობასთან. იმედია, ლიგის ჯგუფს ათამაშებს ქეცბა!
ზეგ სან-მარინოს 10-0 მოგების შემდეგ დვალი აბურჯანია კიტეიშვილი კაჭარავა ნაკრებს შეუერთდებიან, ამ ეტაპზე ვერ გვეხმარებიან 16 კაცი. კაკაბაძე გრიგალავა ჯიქია --დაუშვილი თარგამაძე ცინცაძე ლიპარტია ჯიღაური ებრალიძე პაპუნაშვილი ჰუფნახელი მერებაშვილი არაბიძე ---მარცვალაძე გელაშვილი დვალიშვილი
ლორია რევიშვილი კვასხვაძე ----ამისულაშვილი ლობჟანიძე კვერკველია ნავალოვსკი კაშია --- კანკავა კვეკვესკირი კობახიძე ანანიძე ყენია ოქრიაშვილი ძალამიძე ყაზაიშვილი ჭანტურია --- მჭედლიძე ვაწაძე ქვილითაია
ბაზარიი არაა არ გეზარება ამის წერა ყოველ კომენატრზეე?
Dდდ
araza-1918
ესეთი რა გაფანატებული გაქ ? ამ ლამერებზე :დ
ქეცბაშეეე ლიგას დადებს მომავალ წელს
წარმატებები ქეცბას....