ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe-მა ლიგა 1-ის 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “ლიონიდან” და “პარი სენ-ჟერმენიდან” არიან წარდგენილნი.
ტურის რჩეული გუნდი ასეთია:
მეკარე: ენიამა (“ლილი”);
მცველები: მამანა, მორელი (ორივე “ლიონი”), ბაშა (“ლილი”), სიდიბე (“მონაკო”);
ნახევარმცველები: მოურა, ვერატი (ორივე პსჟ), დიალო (“ევიანი”), ბოშილია (“მონაკო”);
თავდამსხმელები: ლაკაზეტი (“ლიონი”), კავანი (პსჟ).