უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სტატისტიკა გამოქვეყნა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ციფრები დათვლილია 1992-1993 წლების სეზონიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩემპიონთა თასს, ჩემპიონთა ლიგა ეწოდა.
პირველ ადგილზე მადრიდის “რეალია”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზემოხსენებული დროის განმავლობაში 21-ჯერ მიიღო მონაწილეობა, 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და 319 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციას იკავებს კიდევ ერთი ესპანური გუნდი, “ბარსელონა” – კატალონიელებმა ლიგაზე 21-ჯერ ითამაშეს, 4-ჯერ თასი აღმართეს და 315 ქულა მოიპოვეს. საუკეთესო სამეულშია მიუნხენის “ბაიერნიც” – “რეკორდმაისტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე ოცჯერ ითამაშა, ორჯერ ჩემპიონი გახდა და 284 ქულა დააგროვა.
აღნიშნულ ჩამონათვალში შესულია საკვალიფიკაციო ეტაპებიც. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ქართული გუნდებიც მოხვდნენ სიაში.
ასეულში ერთადერთი ქართული გუნდია, თბილისის “დინამო” – საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შედეგი 99-ე ადგილი და ასეთი სტატისტიკური მონაცემებია: 11 მონაწილეობა, 36 თამაში, 14 მოგება, 4 ფრე, 18 წაგება, 50 გატანილი და 52 გაშვებული გოლი, 32 ქულა.
ქუთაისის “ტორპედო” 210-ე ადგილზეა – 3 მონაწილეობა, 10 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. ბურთების შეფარდება: 12:15.
308-ე პოზიციას იკავებს “ზესტაფონი” – 2 მონაწილეობა, 6 თამაში, 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. ბურთების ბალანსი: 6:9.
თბილისის “ვიტ ჯორჯია” 339-ეა – 2 მონაწილეობა, 6 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება, ბურთების შეფარდება: 8:17.
369-ე ადგილს იკავებს ბოლნისის “სიონი” – 1 მონაწილეობა, 4 თამაში, 1 მოგება, 0 ფრე, 3 წაგება, ბურთების ბალანსი: 2:5.
რუსთავის “მეტალურგს” ცხრილში 380-ე ადგილი უკავია – 2 მონაწილეობა, 4 თამაში, 0 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთების შეფარდება: 1:6.
446-ე პოზიციაზე იმყოფება გორის “დილა” – 1 მონაწილეობა, 2 თამაში, 0 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, ბურთების ბალანსი: 0:3.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ქულების მიხედვით საუკეთესო 25 გუნდის ცხრილი შემდეგნაირია:
1. “რეალი” (ესპანეთი) – 21 მონაწილეობა, 5 თასი, 231 თამაში, 136 მოგება, 47 ფრე,48 წაგება, 483 გატანილი გოლი, 247 გაშვებული გოლი, 319 ქულა
2. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 21, 4, 222, 131, 52, 39, 453, 217, 314
3. “ბაიერნი” (გერმანია) – 20, 2, 217, 118, 48, 51, 402, 225, 284
4. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) – 20, 2, 206, 109, 54, 43, 350, 194, 272
5. “არსენალი” (ინგლისი) – 19, 0, 175, 83, 41, 51, 279, 195, 207
6. “იუვენტუსი” (იტალია) – 17, 1, 163, 77, 46, 40, 253, 163, 200
7. “მილანი” (იტალია) – 17, 3, 165, 74, 49, 42, 231, 156, 197
8. “ჩელსი” (ინგლისი) – 14, 1, 148, 74, 42, 32, 249, 130, 190
9. “პორტუ” (პორტუგალია) – 21, 1, 168, 71, 43, 54, 218, 187, 185
10. “ლიონი” (საფრანგეთი) – 14, 0, 118, 53, 28, 37, 187, 135, 134
11. “ინტერი” (იტალია) – 11, 1, 105, 50, 26, 29, 148, 118, 126
12. “დორტმუნდი” (გერმანია) – 11, 1, 96, 48, 21, 27, 159, 111, 117
13. “ვალენსია” (ესპანეთი) – 10, 0, 98, 43, 28, 27, 146, 98, 114
14. “ლივერპული” (ინგლისი) – 9, 1, 88, 40, 26, 22, 129, 82, 106
15. “აიაქსი” (ჰოლანდია) – 13, 1, 102, 39, 28, 35, 129, 115, 106
16. “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – 9, 0, 80, 42, 18, 20, 141, 90, 102
17. “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – 17, 0, 110, 38, 20, 52, 133, 181, 96
18. “ლევერკუზენი” (გერმანია) – 11, 0, 93, 34, 22, 37, 135, 152, 90
19. “პსვ ეინდჰოვენი” (ჰოლანდია) – 15, 0, 104, 33, 23, 48, 102, 147, 89
20. “ბენფიკა” (პორტუგალია) – 12, 0, 86, 32, 23, 31, 97, 100, 87
21. “დინამო” (უკრაინა) – 16, 0, 109, 29, 27, 53, 132, 163, 85
22. “ატლეტიკო” (ესპანეთი) – 7, 0, 64, 32, 19, 13, 94, 51, 83
23. “გალათასარაი” (თურქეთი) – 14, 0, 104, 27, 26, 51, 106, 175, 80
24. “რომა” (იტალია) – 9, 0, 79, 26, 23, 30, 98, 116, 75
25. “მონაკო” (საფრანგეთი) – 7, 0, 60, 27, 13, 20, 95, 70, 67