დორტმუნდის “ბორუსიამ” იმედისმომცემ ამერიკელ ნახევარმცველ კრისტიან პულიშიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. 18 წლის ფეხბურთელი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამად “დორტმუნდი” ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. საამაყოა 80 ათასი ქომაგის თვალწინ თამაში და “ბორუსიას” მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს”, - განაცხადა პულიშიჩმა.
კრისტიან პულიშიჩი “დორტმუნდში” მეორე სეზონს ატარებს. ამ დროში მან “ყვითლების” მაისური 31-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მაისური კრისტიანს 11 შეხვედრაში აქვს მორგებული და მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო.