საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ “უდინეზესთან” მატჩის შესახებ ისაუბრა. როგორც “ემპოლის” თავდასხმელმა განაცხადა, გატანილი გოლით გახარებულია, თუმცა აღნიშნა, რომ კარგად არ უთამაშია.
“ბედნიერი ვარ გოლის გატანით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დაგვეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. თუმცა, გოლამდე ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშე. “უდინეზესთან” ძალიან რთული თამაში იყო, თუმცა მოვიგეთ. ამით არაფერი დასრულებულა და კარგად ასპარეზობა უნდა გავაგრძელოთ.
მინდა მადლობა ვუთხრა ვესელის, რომლის კარგი პასის გარეშე გოლს ვერ გავიტანდი”, - ციტირებს მჭედლიძის სიტყვებს empoli cannel-ი.
ლევან მჭედლიძემ “ემპოლის” “უდინეზესთან” 82-ე წუთზე გატანილი ლამაზი გოლით (VIDEO) მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია სერია A-ში (იგივე შედეგი ჰქონდა მას 2014-2015 წლების სეზონში). ლევანი “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია.