ამერიკელმა ტყუპებმა, მაიკ და ბობ ბრაიანებმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს, აღნიშნულ ინფორმაციას ჩოგბურთელი ძმები სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებენ.
“გადავწყვიტეთ 38 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დავამთავროთ. დიდი მადლობა მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ამდენი წლის განმავლობაში მხარს რომ გვიჭერდნენ. 2007 წელს მოგებული დევისის თასი ჩვენს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. დიდი გამოცდილბა იყო ისეთ კაპიტნებთან თანამშრომლობა, როგორებიც იყვნენ პატრიკ მაკინროი და ჯიმი კონორსი, ჩვენ ნაკრებში არაჩვეულებრივი 14 წელი გავატარეთ”- განაცხადეს ბრაიანებმა.
ძმებმა ბრაიანებმა დევისის თასზე სულ 29 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 24 გამარჯვებით დაასრულეს. 2007 წელს დევისი თასი მოიგეს.