ჩოგბურთი

11:44 | 23.01.2017 | ნანახია NaN - ჯერ

სერენა მეოთხედფინალშია (+VIDEO)

დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.

სერენამ 1/8-ფინალში ჩეხი ბარბარა სტრიკოვა მძიმე ბრძოლაში 7:5, 6:4 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. უილიამსი თავის ჩაწოდებაზე არასტაბილური იყო. ჩეხმა 6 შესაძლებლობიდან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო სერენამ 14-დან 6. უილიამსმა 46 უნიბლიე შეცდომა დაუშვა, როცა სტრიკოვას მხოლოდ 14 ჰქონდა. სერენა ნამდვილად არ არის სათანადო ფორმაში.

მეოთხედფინალში უილიამსის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი ბრიტანელი კონტა იქნება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:34 | 23.12.2019
cerber1 (1064)

ჩემთვის ერთერთი საყვარელი იგროკია თუ ატლეტიკო ამას ყიდულობს,ესეიგი ფელიქსი გადადის სადღაც

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065467