კალათბურთი

11:24 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსის” ანტირეკორდი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

“დალასმა” საკუთარ დარბაზში “ლეიკერსი” 49-ქულიანი სხვაობით 122:73 გაანადგურა. “ლეიკერსის” ისტორიაში 49-ქულიანი მარცხი კლუბის ანტირეკორდია, აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით 48 ქულით ჰქონდა კალიფორნიულ კლუბს წაგებული. “დალასმა” მეტოქეს ყველა პერიოდში აჯობა. ტეხასელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და შვიდ მოთამაშეს 10 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო 19 ქულით ანდერსონი გახლდათ. “ლეიკერსში” კი მხოლო ორმა მოთამაშემ მოახერხა ორნიშნაზე ასვლა - უილიამსი 15 ქულა და კლარკსონი 10 ქულა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა კანადაში, სადაც “ტორონტო” “ფინიქსთან” 103:115 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ფინიქსმა” 33:18 მოიგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ერიკლ ბლედსოუ გახდა, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 13 პასი და 6 მოხსნა შესძინა. “ტორონტოში” 22 ქულით დეროზანი გამოირჩა.

“დალასი” – “ ლეიკერსი” 122:73 (29:22, 38:11, 23:22, 32:18)

https://www.youtube.com/watch?v=GDmLysydGok

“ტორონტო” – “ფინიქსი” 103:115 (31:28, 29:29, 25:25, 18:33)

https://www.youtube.com/watch?v=Pnq1EQrKlow

“მინესოტა” – “დენვერი” 111:108 (28:29, 34:29, 22:26, 27:24)

https://www.youtube.com/watch?v=8j5Mh-Hxnmc

0.116692