თამაშგარე

10:52 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენცია სალვიონის მჩხიბავობანი

იტალიელი მოდელი ფლორენცია სალვიონი, რომელიც თავს საფეხბურთო კლუბ “რომას” ჭეშმარიტ და უპირველეს ქომაგად რაცხს, აცხადებს, რომ მას წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს და დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ რუსეთში გასამართ 2018 წლის მუნდიალზე ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდება.

ფლორენცია სალვიონის თქმით, მას არასოდეს ღალატობს წინასწარჭვრეტის უნარი და აქამდე არაერთი საფეხბურთო ტურნირისა თუ კონკრეტული მატჩის შედეგი გამოუცვნია. იტალიელ მოდელს თავისი სიტყვების დასტურად ამ სამი წლის წინანდელი მისი ინტერვიუ მოჰყავს, სადაც სალვონის ქალი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდება.

ასრულდება თუ არა ფლორენცია სალვიონის წინასწარმეტყველება იტალიის ნაკრების ჩემპინობასთან დაკავშირებით – ამას ცხადია დრო და მუნდიალი გვაჩვენებს, მაგრამ ზოგადად იტალიელებს ამგვარი სიზმრებისა და გამოცხადებების ძალიან სჯერათ და თუკი “სკუადრა აძურამ” რუსეთში მართლა იპირველა, ჩათვალეთ, რომ ეს შხვართი მოდელი აპენინების უპირველესი მჩხიბავი გახდება.

0.462097