ფეხბურთი

21:38 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" თავკაცი: "მჭედლიძეს პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა"

იტალიური “ემპოლის” მთავარი მწვრთნელი ჯოვანი მარტუშიელო ბოლო პერიოდში ლევან მჭედლიძეს სრულ ნდობას უცხადებს. უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ქართველი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

ლევანიც უფასებს: ოთხი გოლი, მოპოვებული პენალტი. ამას თუ დავუმატებთ, ორი ტურის წინ დიდებულ გადაცემას მასიმო მაკარონეზე, რომელსაც მეტოქის კარში თერთმეტრიანი მოჰყვა, მონაგარი უფრო სოლიდური გახდება.

“უდინეზესთან” მატჩისშემდგომ პრესკონფენრეციაზე მარტუშიელომ მჭედლიძის თაობაზე ცალკე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლევანს პოტენციალი მუდამ ჰქონდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ბოლომდე ვერ ავლენდაო.

“გოლის გასატანად თამაშია საჭირო. აქამდე მას ხშირად თამაში არ უწევდა სხვადასხვა პრობლემების გამო, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე იხარჯება. ლევანს ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, უბრალოდ სათანადოდ ვერ ამჟღავნებდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, “ემპოლის” სერია A-ში ადგილი ჯერ კიდევ არ შეუნარჩუნებია და ამიტომ თამაში ისე უნდა გავაგრძელოთ, როგორც დღეს ვითამაშეთ”, - აღნიშნა მარტუშიელო.

შეგახსენებთ, “ემპოლიმ” “უდინეზეს” ლევან მჭედლიძის 82-ე წუთზე გატანილი გოლი 1:0 მოუგო. აქვე შეგიძლიათ, ქართველის მიერ გატანილი გოლი იხილოთ - მჭედლიძის გოლი "უდინეზეს" კარში (VIDEO)

0.151468