ფეხბურთი

20:30 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერიძე "ტრენჩინში" შთამბეჭდავად თამაშობს

19 წლის გარემარბმა გიორგი ბერიძემ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ "ტრენჩინში" და სამივე საკმაოდ კარგად. სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკურ "ნიტრას" გადამწყვეტი გოლი გაუტანა (1:0), მერე ჩეხურ "ლიბერეცთან" (5:2 მოიგეს) ორი საგოლე პასი გააკეთა და პენალტიც მოინადირა, ხოლო ასევე ჩეხურ "ბოლესლავთან" (0:2) ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

ბერიძემ განსაკუთრებით კარგი მატჩი "ლიბერეცთან" ჩაატარა, ბოლო 25 წუთი ითამაშა და როგორც უკვე დავწერეთ,სამ გოლში დაიდო წვლილი.

ბერიძე ბელგიური "გენტიდან" გაანათხოვრეს სლოვაკეთის მოქმედ ჩემპიონ კლუბში. "ტრენჩინში" ამ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გიორგი ბერიძემ სლოვაკურ Profutbol-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდო გახლდათ, ხოლო თანამედროვეეებიდან - ლეო მესი.

"საყვარელი ქართველი ფეხბურთელი კი გიორგი ქინქლაძეა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ლეგენდაა. დიდი ტალანტი, უმაღლესი ტექნიკით... ჩემი აზრით, ისეთივე კარგი იყო, როგორც ახლა ლეო მესია".

0.114246