ფეხბურთი

19:22 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გულიტი პოგბას: "ასე თუ გააგრძელებ, დეპაის ბედს გაიზიარებ"

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას გამოფხიზლებისკენ და თამაშზე მეტი კონცენტრაციისკენ მოუწოდებს. გულიტის განცხადებით, თუ პოგბა ასე არ მოიქცევა, მაშინ იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც მემფის დეპაის.

“დიახ, შესაძლოა, პოგბა იყოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თუ იგი უმეტეს დროს იმაზე დახარჯავს, როგორი სტილის ტანსაცმელი ჩაიცვას, თმა რა ფერზე შეიღებოს ანაც სოციალურ ქსელში გაატარებს დიდ დროს, იგივე ბედი ელის, რაც მემფის დეპაის.

ფრანგმა უნდა გააცნობიეროს, რომ ინგლისში მაღალ დონეზე თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ყოველ კვირაში იშრომებს და კარიერისთვის ყველაფერს გაიღებს”, - განაცხადა გულიტმა.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი “მანჩესტერში” გატარებული წარუმატებელი სეზონნახევრის შემდგომ ახლახან “ლიონში” გადავიდა. პოგბას რაც შეეხება, ფრანგი მასში გადახდილ თანხის ფონზე ინგლისში მართლაც ვერ გამოიყურება სათანადოდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111684