კალათბურთი

10:41 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ანდორას" ისტორიული გამარჯვება: შერმადინი ისევ საუკეთესო იყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XVII ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორამ”. ქართველების გუნდმა გასვლაზე “გრან კანარიას” 90:64 აჯობა და ეს “ანდორასთვის” საიუბილეო. მეასე გამარჯვება გამოდგა ლიგა ენდესაში.

აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი დაიდო შერმადინმა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 23:53 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში გიორგიმ 17 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა გუნდს. იგი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა – 22. ქართველმა ცენტრმა 11-დან 6 ორქულიანი მოათავსა კალათში, ხოლო 5 საჯარიმო უშეცდომოდ ისროლა.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს – მან მოედანზე 21:12 წუთი დაჰყო და თავისიანებს 6 ქულით, 6 მოხსნით შეეწია. ბექამ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა: 3-დან 3 ორქულიანი. საჯარიმო და სამქულიანი კი, ამ მატჩში არ უსვრია.

"მორაბანკ ანდორა" 17 ტურის შემდგომ 10 მოგებითა და 7 წაგებით მერვე საფეხბურზე იმყოფება.

0.130031