ფეხბურთი

23:45 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგი" 2017 წელსაც ლაიპციგობს, "ჰოფენჰაიმიც" არ აგებს

გერმანიის ბუნდესლიგის XVII ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. სამმატჩიანი მოუგებელი სერიები დაასრულეს “დორტმუნდმა” და “ჰოფენჰაიმმა”, ხოლო “ვოლფსბურგმა” მიჯრით მოიგო მე-3 თამაში.

2017 წელი ისე დიდებულად დაიწყო “ლაიპციგისთვის”, როგორიც 2016 გამოდგა. რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის “აინტრახტი” მიიღო, რომელიც ოთხეულში იყო, თუმცა მეტოქეს კუდით ქვა ასროლინა – 3:0. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა. ჯერ სტუმრები 10 კაცით დარჩნენ მინდორზე, ხოლო ცოტა ხანში მასპინძლები ანგარიშშიც დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლოს მეორეც გაიტანა “რედ ბულმა”, მეორე ნახევარში კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. ამრიგად, “ლაიპციგს” 39 ქულა დაუგროვდა და “ბაიერნს” ისევ 3 ქულით ჩამორჩება.

ზედიზედ სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა დორტმუნდის “ბორუსიამ” და წელი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო. ტომას ტუხელის გუნდისთვის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი ადვილი არ გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ “ვერდერს” თითქმის მთელი თამაში კაცნაკლულს მოუწია თამაში, ბოლომდე ებრძოლა მრისხანე მეტოქეს და ოდნავ რომ გამართლებოდა, იქნებ არც წაეგო. მასპინძლებმა გოლი დასაწყისშივე გაუშვეს ანდრე შურლესგან, მერე მეკარე იაროსლავ დრობნი გაუგდეს და თითქოს ბრემენელები განწირულები იყვნენ. თუმცა, ბარტლესის გოლით გაათანაბრეს მეორე ნახევარში. და მაინც, ტომას ტუხელის “დორტმუნდმა” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. გამარჯვების გოლი ლუკას პიშჩეკმა შეაგდო. სხვათა შორის, ეს პოლონელისთვის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში და ასეთი შედეგიანობით მას 2011-2012 წლების სეზონის შემდგომ აღარ უთამაშია. “დორტმუნდმა” ამ გამარჯვებით 30 ქულა დააგროვა.

“ბორუსიასი” არ იყოს, მიჯრით სამი ფრის შემდგომ ახალი წეი გამარჯვებით დაიწყო “ჰოფენჰაიმმა”. “სოფლელებმა” გასვლაზე “აუგსბურგს” დამაჯერებლად მოუგეს – 2:0. ისევ გაიტანა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა სანდრო ვაგნერმა. “ჰოფენჰაიმმა” პირველი წრე ისე დაასრულა, რომ საერთოდ არ წაუგია. ეს შედეგი არამარტო გერმანიაში, არამედ ტოპ 5 ჩემპიონატში ერთადერთია. “ჰოფეს” გარდა სხვა ყველა გუნდს აქვს მიმდინარე სეზონში ერთი წაგება მაინც.

ზედიზედ მესამე თამაში მოიგო “ვოლფსბურგმა” – “მგლები” როგორც ჩანს გონს მოვიდნენ. ამჯერად ვალერიან ისმაელის გუნდმა შინ კონკურენტ “ჰამბურგს” აჯობა მარიო გომესის ბოლოსკენ გატანილი გოლით. სხვათა შორის, გომესმა 252-ე ბუნდესლიგური მატჩში 143 გოლი შეაგდო. აღნიშნული რაოდეობის გოლები კი, ბუნდესლიგაში უფრო ნაკლებ მატჩში მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გატანილი.

გაჭირვებით, ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო “შალკემ”. “ხუმარებმა” შინ აუტსაიდერ “ინგოლშტადტს” 90-ე წუთზე გვიდო ბურგსტალერის კინკილა გოლით აჯობეს. სხვათა შორის, ბურგსტალერი გახდა “შალკეს” პირველი ფეხბურთელი 2013 წლის შემდგომ, ვინც სადებიუტო მატჩში გოლი შეაგდო. მაშინ იგივე ბრაზილიელმა მიშელ ბასტოსმა გააკეთა.

აი, “შალკემ” ასე თუ ისე, მაინც იმარჯვა აუტსაიდერთან, ხოლო მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” ესეც ვერ შეძლო “დარმშტადთან” შეხვედრაში. უფერულო ნულოვანი ფრე – დიტერ ჰეკინგის დებიუტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა.

“აუგსბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 0:2 (0:0)

აუგსბურგი, ჭჭK არენა

მაყურებელი: 24 515

“აუგსბურგი” (4-1-4-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, გუველეევი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (ბობადილია 65); ბაიერი; შმიდი, მორავეკი (ალტინტოპი 74), ჯა ჩეოლი (კორი 46), მაქსი; დონგ ვონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ჰუბნერი; ზუბერი, დემირბაი (შარი 74), რუდი, ამირი (პოლანსკი 87), ოხსი (კრამარიჩი 46); უტი, ვაგნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 ვაგნერი (47), 0:2 კრამარიჩი (64)

გაფრთხილება: სტაფილიდისი (10), ჯა ჩეოლი (40), კორი (51) – დემირბაი (15), ოხსი (21), სულე (36), შარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 13 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარკუს შმიდტი

“დარმშტადტი” – “გლადბახი” 0:0 (0:0)

დარმშტადტი, “ბოლენფალტორი”

მაყურებელი: 17 400

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; სირიგუ, მოლიშევიჩი, სულუ, ჰოლანდი; გონდორფი, ვრანჩიჩი (იუნგვიტი 82); ჰელერი, როზენტალი (ნიემაიერი 70), გუვარა; ჩოლაკი (შიპლოკი 89)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

“გლადბახი” (4-2-3-1): სომერი; იანტშკე, ვესტერგაარდი, კრისტენსენი, ვენდტი; კრამერი, დაჰუდი; აზარი, შტინდლი, ჰოფმანი (ჰანი 70); რაფაელი (სიმაკალა 80)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გაფრთხილება: ნიემაიერი (90) - იანტშკე (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 14 (4) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარკო ფრიტცი

“შალკე” – “ინგოლშტადტი” 1:0 (0:0)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 58 004

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი; შოპფი, გორეცკა, გეისი (ბურსგტალერი 46), აოგო (კონოპლიანკა 85), კოლასინაჩი; ჩუპო-მოტინგი, მეიერი (ავდიაი 67)

მწვრთნელი: მარკუს ვეინციერლი

“ინგოლშტადტი” (3-4-3): ჰანსენი; მატიპი, როგერი, ბრეგერიე; ჰადერგიონაი, მორალესი, კოენი, სუტნერი; ლეჩკიე, ლეზჩანო (ლეიპერტცი 90), გროსი (იუნგი 75)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

გოლი: 1:0 ბურგსტალერი (90)

გაფრთხილება: ნასტასიჩი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 14 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

“ვერდერი” – “დორტმუნდი” 1:2 (0:1)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (4-2-2-2): დრობნი; ბაუერი, სანე, მოისანდერი, გარსია; დელანი, ფრიტცი (კაინცი 80); ბარტლესი, გნაბრი (ველიკოვიჩი 27); პიზარო (ვიედვალდი 42), კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდერ ნური

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ვაინდეფელერი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი (დურმი 46); ვეიგლი; პულიშიჩი, კასტრო (გუერეირო 70), კაგავა, როისი (დემბელე 70); შურლე

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 შურლე (5), 1:1 ბარტლესი (59), 1:2 პიშჩეკი (71)

გაფრთხილება: ბაუერი (19), დელანი (76), გარსია (84) – შურლე (43)

გაძევება: დრობნი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 22 (8) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: დანიელ შიბერტი

“ვოლფსბურგი” – “ჰამბურგი” 1:0 (0:0)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 30 000

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; სეგუინი, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; კალიჯური (ვიეირინია 69), მალი (მაიორალი 80); ნტეპი (ბლაშჩიკოვსკი 90); გომესი

მწვრთნელი: ვალერიან ისმაელი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; საკაი, პაპადოპულოსი, მავრაი; სანტოსი; ეკდალი, ოსტრზოლეკი (გრეგორიტში 84); მიულერი, ჰოლტბი, კოსტიჩი; ვუდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 1:0 გომესი (83)

გაფრთხილება: ბენალიო (33), ლუის გუსტავო (86) – ეკდალი (28, 34), ოსტრზოლეკი (38)

გაძევება: ეკდალი (34)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 11 (1) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“ლაიპციგი” – “აინტრახტი” 3:0 (2:0)

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 42 558

“ლაიპციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; ილსკანკერი (ბურკი 70), დემე; ზაბიცერი, კეიტა; ვერნერი (კაიზერი 80), პოულსენი (სელკე 62)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“აინტრახტი” (3-4-2-1): ჰრადეცკი; აბრაჰამი, ჰექტორი, ვალეხო; ჩანდლერი, მასკარელი, ჰასებე, ოცზიპკა; რებიჩი (სეფეროვიჩი 72), გაჩინოვიჩი (ბარკოკი 72); ჰრგოტა (ლინდერი 5)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 კომპერი (6), 2:0 ვერნერი (45), 3:0 ვალეხო (67, ა.გ)

გაფრთხილება: სელკე (71) - რებიჩი (15), მასკარელი (69)

გაძევება: ჰრადეცკი (15)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 4 (3) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: დენიზ აიტეკინი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 14, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 13, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 10, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 10.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.45663