ფეხბურთი

21:39 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "სტოკთან" გამართულ (1:1) (მიმოხილვა) პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში 94-ე წუთზე ინგლისელმა საჯარიმო დარტყმით 250-ე გოლი გაიტანა და ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა.

რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წელს "ევერტონიდან" გადავიდა და რეკორდის დამყარებისთვის 546 მატჩი დასჭირდა.

0.124033