ფეხბურთი

21:01 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "საფრანგეთში რასიზმი ნებადართულია?"

"ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "ბასტიასთან" მატჩის შემდეგ ფრანგ გულშემატკივრებზე გაბრაზებული იყო და თავისი აზრი ინსტაგრამის გვერდზე დააფიქსირა. იტალიელის განცხადებით, "ბასტიას" მხარდამჭერები რასისტული შეძახილების გამო ფეხბურთს საშინელს ხდიან.

"გუშინდელი მატჩის შედეგი სამართლიანი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და შევეცდებით მიზანს მივაღწიოთ. მსაჯმაც კარგად გაართვა თავი საკუთარ მოვალეობას, მაგრამ ერთ კითხვა მაქვს ფრანგ ხალხთან. ნორმალურია, რომ "ბასტიას" გულშემატკივრები მატჩის მსვლელობის დროს მაიმუნის ხმის იმიტაციას აკეთებდნენ და სადისციპლინო კომიტეტიდან რეაგირება არავის ჰქონია? თუ საფრანგეთში რასიზმი ნებადართულია? ან მხოლოდ ბასტიაშია ასე? ფეხბურთი შესანიშნავი სპორტია, ხოლო ისეთი მხარდამჭერები, როგორიც "ბასტიას" ჰყავს, ამ სპორტს საშინელს ხდიან. " - განაცხადა იტალიელმა.

ბალოტელი "ნიცაში" მიმდინარე სეზონში გადავიდა და ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

0.129853