გიორგი მაკარიძემ ძლიერად ითამაშა პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩში. "მორეირენსემ" სტუმრად 2:0 მოუგო "პასუშ დე ფერეირას" და დიდწილად სწორედ ქართველი მეკარის წყალობით.
მაკარიძემ 67-ე წუთზე პენალტი მოიგერია: დაბალ კუთხეში დარტყმული. გიორგიმ კიდევ სამჯერ მოახერხა რთული ბურთის აღება.
"მორეირენსემ" საჭირო სამი ქულა აიღო და ბოლოდან მეხუთე ადგილზეა. "პასუშ დე ფერეირაც" მისი ერთ-ერთი კონკურენტია.