ფეხბურთი

1:48 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: კანკავამ ვერ მოიგო, ჰუფნაგელი "ბაიერნთან" განაცხადში იყო 

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შინ ვერ მოუგო "ვალანსიენს" - 0:0. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. რეიმსელებს უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ორი ქულა დაკარგეს და მესამე ადგილზე არიან.

ლუკას ჰუფნაგელი ბუნდესლიგის სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა. ეს "ფრაიბურგი"-"ბაიერნის" შეხვედრაში, რომელიც 1:2 დასრულდა. სამიოდე დღის წინ გერმანული პრესა წერდა, რომ ჰუფნაგელს გერმანიის მესამელიგელ "აალენში" გაანათხოვრებდნენ, თუმცა როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, ფეხბურთელმა სეზონი "ფრაიბურგში" დაასრულოს.

ყოველ შემთხევევაში, საეჭვოა, ფეხბურთელის მესამე ლიგაში განათხოვრება სურდეთ და ამ დროს "ბაიერნთან" მატჩში სათადარიგოებში ჰყავდეთ.

ცოტაც ამხანაგურებზე: ვარშავის "ლეგიამ" 0:0 ითამაშა ციურიხის "გრასჰოპერსთან". ვაკო ყაზაიშვილი სასტარტოში იყო, შესვენებისას შეცვალეს.

სამარის "კრილიამ" რუმინულ "პანდურისთან" 2:2 დაასრულა. გიორგი ლორია სასტარტოში იყო და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს. ლორიამ ერთი გოლი გაუშვა - პენალტი გაუტანეს.

0.150688