ფეხბურთი

23:39 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" პირველი ტრანსფერი ზამთარში

იტალიურმა “მილანმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ტრანსფერი გაჩარხა. ლომბარდიული გრანდის ვებგვერდის ინფორმაციით, ამიერიდან “როსონერის” ღირსებას ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველი ჟერარ დეულოფეუ დაიცავს.

22 წლის პირინელი ფეხბურთელი “სან სიროზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში იტალიელებს მისი გამოსყიდვა სრულად შეეძლებათ.

დეულოფეუ ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობდა “ევერტონში” და 49 თამაშში 4 გოლის გატანა შეძლო. მანამდე იგი “სევილიასა” და “ბარსელონაში” გადიოდია, ხოლო 2013-2014 წლების სეზონი ასევე “ევერტონში” გაატარა.

0.118493