ფეხბურთი

22:38 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩმა” ლივერმორი დაიმატა

ინგლისურმა “ვესტ ბრომვიჩმა” “ჰალ სიტიდან” 27 წლის ნახევარმცველი ჯეკ ლივერმორი შეიძინა. ამის შესახებ “ალბიონელთა” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ფეხბურთელმა კლუბთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ცნობილია, ლივერმორის შეძენა “ვესტ ბრომვიჩს” 8 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

ჯეკ ლივერმორი “ჰალში” 2014 წელს “ტოტენჰემიდან” 7 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა და დღემდე “ვეფხვების” რიგებში 144 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

0.129789